"ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის" – ბუდუ ზივზივაძე "ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის" – ბუდუ ზივზივაძე /> "/> " />


  23:02:52     02-05-2024

"ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის" – ბუდუ ზივზივაძე

1714676873741e633df988dc2eff7ff2ae66366889.jpg

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალური ქსელის საშუალებით კიდევ ერთხელ ეხმაურება: 

"ძალიან სამწუხაროა რომ სპორტსმენს კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე თავს ვალდებულად ვთვლი რომ კვლავ გავიმეორო , არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

საქართველოს გზა ევროპაშია.

ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის.

ვერანაირად გამართლდება შვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

პ.ს მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო

მე ვარ საქართველო"


ავტორი: presa.ge